logo
ENG



ჭიაბერაშვილი "ოცნების" სუფრაზე: მათი კამპანია აჩვენებს, რომ ხალხის გასაჭირი არ ადარდებთ

04 ოქტ 202014:09
3 წუთის საკითხავი
 

ევროპული საქართველოს თელავი/ახმეტა/ყვარელი/ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანია მხოლოდ ერთეულებზე აქვს მორგებული, რაც, მისი თქმით, აჩვენებს, რომ ქართულ ოცნებას ხალხის გასაჭირი არ ადარდებს.

"ისინი არ გრძნობენ პასუხისმგებლობას იმ საზიანო და მავნებლური პოლიტიკის გამო, რაც ქვეყანაში გაატანეს. რასაც სამწუხაროდ ჩვენ ქართული ოცნების წარმომადგენლებისგან ვერ ვხედავთ და ის, რომ მათი კამპანია ძაგებული არის მხოლოდ ერთეულების კეთილდღეობაზე, ეს ცხადად მიუთითებს იმაზე, რომ ხალხის გასაჭირი მათ არ ადარდებთ“,-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ქართული ოცნების თელავის, ახმეტის, ყვარლის და ლაგოდეხის მაჟორიტარმა კანდიდატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, 50-მდე ადგილობრივ მეწარმეს ერთ-ერთ რესტორანში უმასპინძლა.

სამართლიანი არჩევნების შეფასებით, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე მსგავსი შეხვედრები შეიძლება აჩენდეს ეჭვებს, ხომ არ იყო ეს გაკეთებული ამომრჩევლის მოსყიდვის მიზნით. 


close დახურვა